ჩინეთი-რუსეთი

ვლადიმირ პუტინი და სი ძინფინგი პეკინში შეხვდნენ

ვლადიმირ პუტინი, სი ძინფინგი, პენ ლიუანი. შეხვედრა პეკინში, 2023 წლის 17 ოქტომბერი
Ria Novosty

ვლადიმირ პუტინი პეკინში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სი ძინფინგს შეხვდა. ჩინეთის დედაქალაქი ფორუმს ერთი გზა, ერთი სარტყელი მასპინძლობს. 

რუსეთის პრეზიდენტი სახალხო შეკრებების სახლში მივიდა, რომლის შესასვლელთან მას ჩინეთის პირველი პირი და მისი ცოლი პენ ლიუანი შეხვდნენ. 

ვიდეოზე, რომელიც კრემლმა გამოქვეყნა, ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, შემდეგ ერთობლივი ფოტო გადაიღეს. ამის შემდეგ პუტინმა და სიმ ფორუმის სხვა მონაწილეებთან ერთობლივი ფოტოც გადაიღეს.

როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერს, პუტინი ღია ფორუმზე გამოვა და სი ძინფინგთან შეხვედრის გარდა გამართავს რამდენიმე ორმხრივ საუბარს.

ფორუმის პირველ დღეს პუტანი უკვე შეხვდა ვიეტნამის პრეზიდენტს, ვო ვან თჰიონგს. იგეგმება შეხვედრები ტაილანდისა და პაკისტანის პრემიერმინისტრებთან.

რუსეთის პრეზიდენტი შეხვდება მონღოლეთისა და ლაოსის ლიდერებსაც. რუსული დელეგაცია ფორუმზე მოწვეულია მთავარი სტუმრის სტატუსით.

პუტინი და სი ერთმანეთს 18 ოქტომბერსაც შეხვდებიან, ისაუბრებენ ორმხრივ ურთიერთობებსა და "უფრო სამართლიანი მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაზე".

კომენტარები