პრეზიდენტის იმპიჩმენტი

პრეზიდენტი: გული მეტკინა, საკონსტიტუციოს ამ დასკვნის უნდა რცხვენოდეს

ჩემი დუმილის დრო დასრულდა, აქამდე თავს ვიკავებდი, რამეთუ ჩავთვალე, რომ სანამ საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობდა, ამ პროცესში უშუალოდ ჩემი ჩარევა არ იყო საჭირო. ჩემი წარმომადგენლების როლი, რომლებიც ჩემზე სამართლებრივი კუთხით ბევრად უფრო მცოდნენიც არიან და იციან, როგორ წარმართონ ასეთი პროცესი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ჩემი ნდობა მათ სრულად ჰქონდათ და სრულყოფილად შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულება. 

მე, მართალი გითხრათ, დღეს ცოტა არ იყოს გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე არაფერი აღარ მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომელიც დღესდღეობით ჩვენს სამართლებრივ სისტემაში დარჩენილი იყო, როგორც ერთერთი ადგილი, რომელიც გარკვეულწილად კიდევ იმსახურებდა ნდობას. 

დღეიდან უკვე ესეც აღარ არის. ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლისაც უნდა რცხვენოდეს, ყოველ მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს. სამმა ადამიანმა გადაარჩინა გარკვეულწილად თავიანთი რეპუტაცია უფრო, ვიდრე საკონსტიტუციოსი.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ ვიზიტების გამო, პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს.

კომენტარები