ფინეთი

გარდაიცვალა ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი, მარტი აჰტისაარი

ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, მარტი აჰტისაარი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

აჰტისაარი 1994-2000 წლებში ფინეთის მეათე პრეზიდენტი იყო. ის აქტიურად იყო ჩართული კოსოვოსა და ერაყში მშვიდობის დამყარების პროცესში.

კონფლიქტების მოგვარებაში შეტანილი წვლილისთვის მას 2008 წელს მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა. 

"მშვიდობა სურვილზეა დამოკიდებული. ყველა კონფლიქტის მოგვარებაა შესაძლებელი და მათი სამუდამოდ გაგრძელების არანაირი გამართლება არ არსებობს". – თქვა აჰტასაარიმ ნობელის პრემიის მიღებისას. 

პრეზიდენტობის პერიოდში აჰტისაარი ასევე აქტიურად მხარს უჭერდა ფინეთის ევროკავშირში გაწევრიანებას და სწორედ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 1994 წელს, მოსახლეობის 57%-მა პროცენტმა ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.

აჰტისაარი ასევე აქტიურად მხარს უჭერდა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას.

კომენტარები