რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელთმსახური უკრაინაში რუსეთის ომის საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების გამო გადააყენეს და დააჯარიმეს.
გადაყენებულმა მღვდელთმსახურმა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში რეპრესიულ გარემოზე ანონიმურობის დაცვით გერმანულ გამოცემა DW-სთან ისაუბრა. ის ერთ-ერთი აქტიური სასულიერო პირი იყო, რომელიც 2022 წლიდან უკრაინაში წარმოებულ რუსულ ომს გმობდა. მღვდელმა ომის დაწყებიდან მალევე თავისი ოჯახი საქართველოში ჩამოიყვანა და თავადაც საქმიანობის აქ გაგრძელებას აპირებდა, თუმცა ამისთვის მას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვა სჭირდებოდა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 300-მა მღვდელმა, წევრების 1%-მა ხელი მოაწერა საჯარო წერილს, სადაც რუსეთს უკრაინაში ძმათამკვლელი ომის დასრულებისკენ მოუწოდებენ.