ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი ლიბანის საზღვრის მიმდებარე დასახლებებიდან ხალხის ევაკუაციას იწყებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის საზღვართან, 2023 წლის 11 ოქტომბერი.
Ayal Margolin/Flash90

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის საზღვრის მიმდებარე 28 დასახლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ლიბანის საზღვრიდან 2 კილომეტრის მანძილზე მდებარე დასახლებებიდან ხალხის ევაკუაციას დაიწყებენ. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ჰეზბოლას ხშირი თავდასხმების გამო მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.

გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამინისტროს ცნობით, ევაკუირებული მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას სასტუმროებში განაწილდება. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ხალხის ევაკუაციის გეგმის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეათანხმა. 

კომენტარები