ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ლიბანმა ისრაელის საზღვარზე სარაკეტო იერიში მიიტანა — ისრაელმა საპასუხო მოქმედებები დაიწყო

Mostafa Alkharouf - Anadolu Agency 

ლიბანიდან ჩრდილოეთ საზღვარზე მდებარე ქალაქ შტულას მიმართულებით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გაისროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

IDF-ის ცნობით, მათ ისრაელის სასაზღვრო ქალაქის მიმართ გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ლიბანზე იერიში მიიტანეს.

"შტულას თემის [ჩრდილოეთ ისრაელში] მიმართ სროლის შესახებ პირველადი ცნობების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის მიერ ცეცხლის გახსნის საპასუხოდ სამხედრო მოქმედებები დაიწყო". - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალები.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

კომენტარები