კრიმინალი

მარნეულის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

მარნეულის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მას მეჩეთის მახლობლად ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას-ტარებას, დამზადებას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

კომენტარები