ვიქტორ ორბანის ვიზიტი

კორტნი: თუ საქართველოს მთავრობას ჰგონია, რომ ორბანი შანსებს გაუზრდის, EU-სი არ ესმით

თუ საქართველოს ხელისუფლებას ჰგონია, რომ ორბანის მასპინძლობა მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს გაზრდის, ალბათ მათ არ ესმით ევროპული ღირებულებები და ევროკავშირი.

წერს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი X-ზე (ყოფილი Twitter). მანამდე, ილია დარჩიაშვილმა თქვა: "ბატონი ორბანის საქართველოში ვიზიტი ძალიან ძლიერი სიგნალია და ეს ძალიან ღირებულ შედეგს მოიტანს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით". უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი 3-დღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ორბანი თბილისში ცოლთან, ანიკო ლევაისთან ერთად 10 ოქტომბერს ჩამოვიდა.

 

კომენტარები