უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი საქართველოშია

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი თბილისში
საქართველოს მთავრობა

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი საქართველოშია. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმინსიტრი თბილისში ცოლთან - ანიკო ლევაისთან ერთად ჩამოვიდა.

"ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება". - წერს საქართველოს მთავრობა.

მათივე ცნობით, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერმინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

კომენტარები