რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფინეთმა უკრაინას 95 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტე
Antti Aimo-Koivisto/Lehtikuva/AFP/Getty Images

11 ოქტომბერს ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ უკრაინისთვის 95 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ეს ფინეთის მხრიდან უკრაინისათვის გამოყოფილი დახმარების მე-19 პაკეტი იქნება. 

ჩვეულებისამებრ, ფინეთი არ ამჟღავნებს სამხედრო დახმარების პაკეტის შემადგენლობასა და მისი გადაცემის თარიღს, რათა ოპერაციული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არ დააყენოს.

“უკრაინის ომის შედეგი ევროპისა და ფინეთის სამომავლო უსაფრთხოების წესრიგს დიდი ხნით განსაზღვრავს, ამიტომ ვაგრძელებთ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად”. – თქვა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკინენმა.

მანამდე, 25 აგვისტოს ფინეთმა უკრაინას 94 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო. 

მთლიანობაში ფინეთის მხრიდან უკრაინისთვის გაწეული დახმარების ოდენება დღეის მონაცემებით 1,4 მილიარდ ევროს შეადგენს. 

 

კომენტარები