ვოლოდიმირ ზელენსკი

ომის დროს ვერ გავიქცევი – ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში კენჭს იყრის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე ბერლინში, 14 მაისი, 2023.
REUTERS/Fabrizio Bensch

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში ვოლოდიმირ ზელენსკი მეორედაც იყრის კენჭს. 

ზელენსკიმ კითხვას აპირებს თუ არა მეორედ იყაროს კენჭი უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე Digi24-თან ინტერვიუში ასე უპასუხა:

"თუ ომი გაგრძელდა – კი, თუ დასრულდა – არა. ომის დროს ვერ გავიქცევი".

ზელენსკიმ ასევე იმსჯელა ომის დასრულების სავარაუდო თარიღებზეც.

"(ომის დასრულების) ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ. ვიცი რომ კონტრშეტევაზე მივდივართ, ისიც ვიცი რომ რუსეთი ჩვენი ტერიტორიიდან წავა. მგონი ვიცი როდის, მაგრამ ვერ გეტყვით. ახლა ომის დასკვნით ნაწილში ვართ და არა შუაში. პირველი პერიოდი იყო ოკუპაცია, რომელსაც შეტევის შეჩერება და ინიციატივის ჩვენს ხელში აღება მოჰყვა. ვფიქრობ ომის ბოლო სტადიაზე ვართ. ბევრი რამ გვაშინებს – პირველ რიგში უფულობა, უიარაღობა, მაგრამ ნამდვილად ომის ბოლო, მაგრამ რთულ სტადიაზე ვიმყოფებით". – ამბობს ზელენსკი.

გაიმართება თუ არა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. 

2023 წლის აგვისტომდე ზელენსკი ამბობდა, რომ მეორედ უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე კენჭის ყრას არ აპირებდა. 

კომენტარები