ოკუპირებული აფხაზეთი

ბჟანია: მინისტრთა საბჭოს ყოფილ შენობაში, სავრაუდოდ, სასტუმრო პრეზიდენტ-ოტელი გაიხსნება

მინისტრთა საბჭოს ყოფილი შენობა, სოხუმი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, სოხუმში მინისტრთა საბჭოს ყოფილ შენობაში (აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მთავარი შენობა), სავრაუდოდ, სასტუმრო პრეზიდენტ-ოტელი გაიხსნება.

"არსებობენ ინვესტორები, რომლებიც მზად არიან ინვესტიცია ჩადონ მთავრობის სახლის რეკონსტრუქციაში. დაინიშნა ექსპერტიზა და უახლოეს დღეებში უნდა მივიღოთ პასუხი, შეიძლება თუ არა ამ შენობის აღდგენა, თუ მოგვიწევს მისი დანგრევა. ექსპერტიზის პასუხი მოვა და ამის მიხედვით განვსაზღვრავთ. ვფიქრობ, პროექტს ბოლომდე მივიყვანთ, რადგან არსებობენ დაინტერესებული ინვესტორები". - თქვა ბჟანიამ.

ასლან ბჟანიას თქმით, პრეზიდენტ-ოტელის გარდა საუბარი მიმდინარეობს, ვლადისლავ არძინბას სახელობის მოედნისა და ე.წ. აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ძეგლის დადგმაზეც.

მარიონეტი პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა ადგილობრივი დე ფაქტო საზოგადოებრივი ორგანიზაცია ჩვენი დედაქალაქი, მათი თქმით, მიუღებელია "ომში გამარჯვების სიმბოლოს, სხვა საინვესტიციო ობიექტად გადაქცევა".

კომენტარები