კრიმინალი

14 წლის გოგოს მკვლელობის საქმე – ქორწინების იძულებისთვის მოზარდის ბიძა დააკავეს (VIDEO)

სამართალდამცველებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის გოგო ბიძა - 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ., ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა 2009 წელს დაბადებული ა.შ. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა 1996 წელს დაბადებულ ალიმ ასლანოვს.

"აღნიშნულის შემდეგ, ალიმ ასლანოვმა არასრულწლოვან გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წაიყვანა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ალიმ ასლანოვის მხრიდან ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, თუმცა, მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

გოგონას წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრალდებული არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით კვლავ აიძულებდა ალიმ ასლანოვთან იძულებით ქორწინებაში დარჩენას" - აცხადებს შსს.

საგარეჯოში 14 წლის გოგო "ქმარმა" 6 ოქტომბერს მოკლა. თელავის რაიონულმა სასამართლომ 27 წლის ალიმ ასლანოვს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

კომენტარები