სლოვაკეთი

სლოვაკეთის არჩევნებში გამარჯვებულმა პრორუსულმა პარტიამ კოალიციაზე შეთანხმებას მიაღწია

Tomas Benedikovic/AFP

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა მემარცხენე პრორუსულმა პარტიამ კოალიციის შესაქმნელად შეთანხმებას მიაღწია მემარცხენე-ცენტრისტულ HLAS და ნაციონალისტურ SNS პარტიებთან.

ყოფილი პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს პოპულისტურმა და პრორუსულმა პარტია SMER-SSD-მა არჩევნებში 23% აიღო, ცენტრისტულმა Progresivne Slovensko-მ 17%, ხოლო მემარცხენე-ცენტრისტული პარტია Hlas-ი ხმების 15%-ით მესამე ადგილზე გავიდა. 

გამომდინარე იქიდან, რომ მესამე ადგილზე გასული Hlas მთავრობის შესაქმნელად პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიებისთვის მოსალაპარაკებლად მთავარი კანდიდატი იქნებოდა, Hlas-მა უარი თქვა მეორე ადგილზე გასულ ლიბერალურ პარტიასთან თანამშრომლობაზე და საბოლოოდ, ფისკოს პარტიასთან შეთანხმდა კოალიციაზე.

HLAS ფიცოს პარტიისგან განსხვავებით უფრო პროდასავლური და ლიბერალური ხედვებით გამოირჩევა, შესაბამისად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სწორედ HLAS იქნება გარანტორი, რომ სლოვაკეთის ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკა  ევროკავშირისა და NATO-ს ერთგულად დარჩება. 

კომენტარები