რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგია 2025 წლისთვის უკრაინას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს

რუმინეთის საჰაერო ძალების F-16

ბელგია 2025 წლისთვის უკრაინას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს. ამის შესახებ ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, ლუდივინ დედონდერმა ბელგიურ მედიასთან ისაუბრა.

მინისტრმა არ დააკონკრეტა, რამდენი თვითმფრინავის გადაცემა იგეგმება, თუმცა, აღნიშნა, რომ თვითმფრინავების გადაცემასთან ერთად იგეგმება უკრაინელი პილოტების მომზადება. 

"ბელგიის პერსონალი უკრაინელ პილოტებს მოამზადებს ბელგიაში, დანიაში და შესაძლოა ევროკავშირის სხვა რომელიმე ქვეყანაშიც. ჩვენ უკრაინისთვის შეიარაღებული ძალების მოდერნიზების ხელშეწყობის პროცესში ვართ. ვფიქრობ, რასაც ვთავაზობთ, ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ რამდენიმე F-16-ის გადაცემა". – ამბობს ბელგიის თავდაცვის მინისტრი.

კომენტარები