დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელი 10 000 საბრძოლო იარაღს მოქალაქეებისთვის გადასაცემად ყიდულობს

Ayal Margolin/Flash90

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, ბენ გვირის ცნობით, 10 000 საბრძოლო იარაღს და შესაბამის აღჭურვილობას მოსახლეობისთვის გადასაცემად შეიძენენ. მისი თქმით, შაშხანებს, ჩაფხუტებსა და ტყვიაგაუმტარ ჟილეტებს არაბულ-ებრაულ ქალაქებსა და სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრებ ისრაელის მოქალაქეებს დაურიგებენ. 

ბენ გვირმა დაამატა, რომ ისრაელის ერთ-ერთი სამხედრო მწარმოებლისგან უკვე მიიღეს 4 000 საბრძოლო იარაღი და დაუყოვნებლივ დაიწყება ამ იარაღების დარიგება მოსახლეობაში. ასევე, იგეგმება ახალი სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებიც კრიტიკულ ზონებში დაიწყებენ ბრძოლას. 

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებმა მიმართვა გაავრცელეს, სადაც ამბობდნენ, რომ ჰამასის ტერორისტებთან გასამკლავებლად საკმარისი შეიარაღება არ ჰქონდათ. 

კომენტარები