ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის თქმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ჰამასის თავდასხმებისგან, მაგრამ მან ეს უნდა გააკეთოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ამის შესახებ ბორელმა ომანის ქალაქ მუსკატში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"კოლექტიური სასჯელი ყველა პალესტინელის წინააღმდეგ უსამართლო და არაპროდუქტიული იქნება. ეს ჩვენი ინტერესებისა და მშვიდობის ინტერესების წინააღმდეგ იქნება. ყველა პალესტინელი ტერორისტი არ არის". - თქვა ბორელმა.
ამავდროულად, ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, თუმცა, პალესტინის მთავრობა ევროკავშირის პარტნიორია.
" ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ჰამასის თავდასხმებისგან, მაგრამ მან ეს უნდა გააკეთოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად და ზოგიერთი გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. მშვიდობისკენ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა უნდა მოხდეს პალესტინელებთან ერთად, სხვა შემთხვევაში ძალადობის ციკლი ხელახლა დაიწყება. ჩვენი სურვილია განვაგრძოთ პალესტინის მთავრობის მხარდაჭერა".





