დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ევროკავშირმა პალესტინელებისათვის განკუთვნილი დახმარების პროგრამები შეაჩერა

israelnationalnews.com

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება პალესტინელებისთვის გამოყოფილი დახმარებების შეჩერების შესახებ. მიმდინარე პაკეტი მოიცავდა 691 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას, რომელიც ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ევროკავშირმა გადასახედ პროგრამად დააკლასიფიცირა. 

ინფორმაცია ევროკავშირის გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გაავრცელა. 

"ყველა გადარიცხვა დაუყოვნებლივ შეჩერებულია. ყველა პროექტი უნდა გადაიხედოს. ყველა ახალი ბიუჯეტის შეთავაზების განხილვა უნდა გადაიდოს" - თქვა ოლივერ ვარჰეიმ. 

კომენტარები