საქართველო-აზერბაიჯანი

ღარიბაშვილი ალიევს: მზად ვართ, ჩავერთოთ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების პროცესში

დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება. მინდა ასევე ჩვენი მოსაზრება ვთქვა, და ამ საკითხში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს, რომ სამშვიდობო შეთანხმება, ზოგადად, ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში შეუწყობს ხელს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხებისთვის, სომხეთისთვის, სომეხი ხალხისთვის, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანისთვის და აზერბაიჯანელი ხალხისთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის.

ჩვენ, საქართველოს ამ პროცესში ყოველთვის გვეკავა, რა თქმა უნდა, ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი როლი, წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის, თუ იქნება ეს ფასილიტაციის, თუ ზოგადად მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. თბილისი ყოველთვის მზად არის, რომ მიიღოს მონაწილეობა აი ამ პროცესში. ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება.

თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას. ილჰამ ალიევი საქართველოში სამუშაო ვიზიტით დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოვიდა.

კომენტარები