აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ილჰამ ალიევი ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი - ილჰამ ალიევი ეწვია
საქართველოს მთავრობის პრესსამსახური

დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოში სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. 

ალიევს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი,
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფაიგ გულიევი დახვდნენ.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

კომენტარები