ავტოსაგზაო შემთხვევა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები