რუსეთი

კადიროვის შვილს, რომელმაც ბრალდებულს სცემა, ჩეჩნეთის გმირის წოდება მიენიჭა

ადამ დელიმხანოვი და ადამ კადიროვი

ადამ კადიროვს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილს წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა.

ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, რამზან კადიროვის მარჯვენა ხელმა, ადამ დელიმხანოვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა.

დელიმხანოვი რამზან კადიროვის შვილის "მიღწევებს" შორის ამბობს, რომ ადამმა ზეპირად ისწავლა მუსლიმთა წმინდა წიგნი, ყურანი.

"ადრეული ასაკიდან ის ავლენდა ლიდერობისა და ორგანიზატორულ ხარისხს, მუდამ ისწრაფოდა საკუთარი თავის განვითარებისკენ და არასდროს ხარჯავდა დროს ტყუილად. შედეგად, ადამმა შეძლო ზეპირად ესწავლა მუსლიმთა მთავარი წიგნი - წმინდა ყურანი და დაიმსახურა ხაზიფის უმაღლესი წოდება. ასევე, ძვირფასი ბიძაშვილი თავს იჩენს სწავლაში, იკვლევს სხვადასხვა მეცნიერებებს, აინტერესებს ისტორია, ენები, ლიტერატურა. განსაკუთრებულ წარმატებებს ადამმა სპორტული მიმართულებით მიაღწია". – წერს დელიმხანოვი.

დელიმხანოვს არ უხსენებია რამზან კადიროვის შვილის მიერ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირის ცემის ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნობა უკვე ოფიციალურად დადასტურდა მაშინ, როცა რამზან კადიროვმა თავადვე გამოაქვეყნა ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ჩეჩნეთის პოლიციამ ადამის წინააღმდეგ საქმე არ აღძრა

კომენტარები