ოკუპირებული აფხაზეთი

ბოკერია ოჩამჩირის ბაზაზე: ყველამ უნდა უარყოს სიცრუე, რომ ჩაწოლით და დაყვავებით გადავრჩებით

საოკუპაციო რეჟიმი, ანუ იგივე რუსეთი აქებს ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა დავსვათ კითხვა, მტერი რატო უნდა აქებდეს შენ ხელისუფლებას, თუ არ აწყობს ის, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს? ხელისუფლება გვტოვებს დასავლეთისგან საერთაშორისო იზოლაციაში, მაშინ, როდესაც ვიგებთ, რომ დამატებითი ბაზა იხსნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ეს მოღალატეობრივი სიცრუე, თითქოს ჩაწოლით და დაყვავებით გადავრჩებით, ყველამ უნდა უარვყოთ და ეს რეჟიმი დემოკრატიულად გამოვცვალოთ. მხოლოდ NATO-ში ინტეგრაციითა და ქვეყნის შიგნით თავდაცვისუნარიანობის გაზრდით შევძლებთ თავის დაცვას რუსული საფრთხისგან და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. დღეს, 5 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ოჩამჩირის რეგიონში იგეგმება რუსული მუდმივი საზღვაო ბაზის მოწყობა.

კომენტარები