რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 29 დრონიდან 24 ჩამოვაგდეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 29 ირანული წარმოების Shahed 136/131-ის ტიპის დრონიდან 24 ჩამოაგდეს. 

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

"5 ოქტომბრის ღამეს, მასირებული შეტევის დროს რუსეთმა გამოიყენა 29 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი Shahed 136/131. ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა 24 დრონი გაანადგურა". – წერია შეირაღებული ძალების განცხადებაში.

ამ ეტაპზე უცნობია თუ რა ბედი ეწია დარჩენილ 5 დრონს. დანაკლისების და ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები