აშშ-უკრაინა-რუსეთი

CNN: აშშ ირანისთვის ჩამორთმეულ იარაღს უკრაინას გადასცემს

AP

CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ირანისთვის ჩამორთმეულ ათასობით იარაღსა და საბრძოლო მასალას გადასცემს.

გამოცემის ინფორმაციით, მოკავშირე ქვეყნისგან გაწეული ეს დახმარება უკრაინას ქვეყანაში არსებული სამხედრო დეფიციტის პრობლემასთან საბრძოლველად დაეხმარება. 

ამასთან, როგორც CNN-ი წერს, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ უკრაინას უკვე გადასცა მილიონზე მეტი ტყვია და ირანისთვის ჩამორთმეული საბრძოლო მასალა.

გასული წლის განმავლობაში, აშშ-ს საზღვაო ძალებმა ათასობით იარაღი და მილიონზე მეტი საბრძოლო მასალა ამოიღეს გემებიდან, რომელთა საშუალებითაც ირანს იარაღი იემენში გადაჰქონდა. იანვრის შუა რიცხვებში აშშ დაეხმარა ფრანგულ ძალებს ირანიდან იემენისკენ მიმავალი 3000 ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე 23 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის ჩამორთმევაში.

კომენტარები