2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

FIFA: 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 3 კონტინენტსა და 6 ქვეყანაში ჩატარდება

FOX5

FIFA-მ დაადასტურა, რომ 2030 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი  სამი კონტინენტის ექვს ქვეყანაში ჩატარდება.

"2030 წელს ჩვენ გვექნება უნიკალური გლობალური კვალი, სამი კონტინენტი - აფრიკა, ევროპა და სამხრეთ ამერიკა  და ექვსი ქვეყანა - არგენტინა, მაროკო, პარაგვაი, პორტუგალია, ესპანეთი და ურუგვაი მსოფლიოს გააერთიანებს და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ  ულამაზეს თამაშს, FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატს და მისი 100 წლისთავს". - წერია FIFA-ს განცხადებაში.

ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო მსოფლიო ჩემპიონატის თანამასპინძლებად დასახელდნენ, ხოლო ტურნირის გამხსნელი სამი მატჩი ურუგვაიში, არგენტინასა და პარაგვაიში გაიმართება.

მონტევიდეო, ურუგვაის დედაქალაქი, რომელმაც 1930 წელს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს უმასპინძლა, მზადაა 2030 წლის ჩემპიონატის გასახსნელად.

"გაყოფილი სამყაროში FIFA და ფეხბურთი ერთიანდება". - თქვა FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ.

გადაწყვეტილების რატიფიცირება 2024 წელს, FIFA-ს კონგრესზე იგეგმება.

კომენტარები