დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ილჰამ ალიევი 5 ოქტომბერს გრანადას, სადაც ფაშინიანს უნდა შეხვედროდა, აღარ ეწვევა

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი 5 ოქტომბერს ესპანეთში, გრანადაში, სადაც ხუთმხრივი შეხვედრა უნდა გამართულიყო, აღარ ჩავა. ინფორმაციას აზერბაიჯანული სამთავრობო მედია ავრცელებს.

ალიევი უნდა შეხვედროდა სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი "საფრანგეთის დესტრუქციული პოზიციაა", ასევე "აზრთა სხვადასხვაობა პარიზსა და ბერლინს შორის შეხვედრაში თურქეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით".

აქამდე, გასულ დღეს სომხეთს ეწვია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა და თქვა, რომ ერევანს სამხედრო შეიარაღებას მიაწვდიდნენ. ყარაბაღის მოვლენების ფონზე, ერევანსა და პარიზს შორის ურთიერთობები გაძლიერდა.

გასულ დღეებში ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ შეხვედრის ფარგლებში აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმდებოდა.

კომენტარები