პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ჩუგოშვილი: რასაც ვისმენთ მიმართულია იქითკენ, რომ პრეზიდენტი იზოლირებული იყოს

მე დღეს მხოლოდ იმაში დავრწმუნდი დამატებით, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. ის, რასაც ჩვენ ვისმენთ, ჩემთვის არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ იქითკენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ იზოლირებული იყოს ნებისმიერი ფორმით ქვეყნის წარმომადგენლობისგან და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ვეღარ გააკეთოს ის, რასაც ის აკეთებს ყველაზე უკეთ - ამ ქვეყნის წარმომადგენლობა, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის კონტექსტში.

თქვა თამარ ჩუგოშვილმა სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო მოსმენის შემდეგ. საკონსიტუტიციო სასამართლოში 3 ოქტომბერს გამართულ ზეპირ მოსმენაზე ჩუგოშვილი ზურაბიშვილის წარმომადგენელი იყო.

კომენტარები