კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი

კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი ჯასტინ უელბი რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები. 

"ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სრულად არის ერთგული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ". - წერს საქართველოს მთავრობა.

საქართველოში კენტერბერიის მთავარეპისკოპოსის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია 19 სექტემბერს ეპისკოპალურმა ეკლესიამ გაავრცელა. განცხადების მიხედვით, საზეიმო წირვა 3 ოქტომბერს, 15:30 საათზე, თბილისში - რომის კათოლიკურ კათედრალში არის დაგეგმილი.

"კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთან ერთად საქართველოს ეწვევიან ინგლისის ეკლესიის ევროპის ეპარქიის ეპისკოპოსი - ყოვლადღირსი რობერტ ინნესი, ჩვენი ეპისკოპოსი - ყოვლადღირსი მარკ ედინგტონი და ღირსი დედა სანი ჰალანანი - თბილისის ანგლიკანური/ეპისკოპალური ეკლესიის მღვდელი. საზეიმო პონტიფიკალურ წირვაზე ყველას გულთბილად გეპატიჟებით". - წერს ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში.

კომენტარები