კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი

საქართველოს კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი ეწვევა

საქართველოში კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი ჯასტინ უელბი ჩამოდის. ინფორმაციას ეპისკოპალური ეკლესია ავრცელებს. მათივე ცნობით, საზეიმო წირვა ჩატარდება 3 ოქტომბერს, 15:30 საათზე, თბილისში - რომის კათოლიკურ კათედრალში.

"კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთან ერთად საქართველოს ეწვევიან ინგლისის ეკლესიის ევროპის ეპარქიის ეპისკოპოსი - ყოვლადღირსი რობერტ ინნესი, ჩვენი ეპისკოპოსი - ყოვლადღირსი მარკ ედინგტონი და ღირსი დედა სანი ჰალანანი - თბილისის ანგლიკანური/ეპისკოპალური ეკლესიის მღვდელი. საზეიმო პონტიფიკალურ წირვაზე ყველას გულთბილად გეპატიჟებით" - წერს ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში.

კომენტარები