ასლან ბჟანია

ბჟანია: პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი, ასლან ბჟანია

ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები, გარდა პრეზიდენტისა, "პრაგმატულები" არიან. ამის შესახებ მან რუსულ სამთავრობო მედიასთან ჟენევის უსაფრთხოების დისკუსიების პერსპექტივის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

"პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევაში დისკუსიამ რაიმე შედეგამდე მიგვიყვანოს.

ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. იმედი მაქვს, რომ ასეა". - თქვა მან.

ბჟანიამ ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთს უნდა ჰქონდეს "ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან".

"თუ ქართული სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაშინ ჩვენ ასევე განვიხილავთ სამომავლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საკითხებს". - დასძინა მან.

კომენტარები