მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

გაეროს ერთდღიანი მისია მთიან ყარაბაღში დასრულდა

 Narek Aleksanyan/EPA

გაეროს ერთდღიანი სადამკვირვებლო მისია მთიან ყარაბაღში 2 ოქტომბერს დასრულდა. გაეროს მისიის ანგარიშში წერია, რომ მისიამ ვერ დაადგინა ძალადობა სომხების წინააღმდეგ და სამოქალაქო ინფრაქტრუქტურის დაზიანება. გაეროს ანგარიშს ალიევის რეჟიმთან აფილირებული რაშად ჰუსეინოვი ხელმძღვანელობდა.  

2 ოქტომბერს გაეროს პრესსპიკერმა სტეფან დიუჟარიკმა თქვა, რომ მისიას მთიან ყარაბაღში არ დაუფიქსირებია საავადმყოფოების, სკოლების, საცხოვრებლების და რელიგიური ადგილების დაზიანებები. 

გაეროს მისია მთიან ყარაბაღში ბოლო კონფლიქტის დაწყებიდან 1 კვირაზე მეტი დროითი ინტერვალის შემდეგ დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღი 100 000-ზე მეტ სომეხს უკვე დატოვებული ჰქონდა. 1 ოქტომბერს დაწყებული გაეროს მისია ბოლო 30 წლის მანძილზე გაეროს ერთადერთი სადამკვირვებბლო მისიაა მთიან ყარაბაღში. სტეფან დიუჟარიკის თქმით, გაეროს მისიის მიზანია დარჩენილი და გზაში მყოფი სომხებისთვის ჰუმანიტარული საჭიროებების დადგენა. 

ყარაბაღელი სომხების დიდი ნაწილი მიიიჩნევს, რომ გაეროს მისია ძალიან დაგვიანებული იყო და დამკვირვებლებმა მუშაობა დაიწყეს, მაშინ, როდესაც სომხების უდიდეს ნაწილს თავისი სახლები უკვე დატოვებული ჰქონდათ.

"სად იყვნენ საერთაშორისო დამკვირვებლები, როდესაც ჩვენ ვშიმშილობდით?" - ამბობს 53 წლის ყარაბაღელი სომეხი, არენ ჰარუთინუანი The Guardian-თან ინტერვიუში. 

კომენტარები