რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: სანქციების მე-11 პაკეტის შემდეგ პაუზა ძალიან გაჭიანურდა

President of Ukraine official website

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ რუსეთზე სანქციების ზეწოლა არ არის საკმარისი. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს რუსეთის მიერ საჰაერო დარტყმების მზარდი რაოდენობაც.

"უნდა დაიწყოს ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტის შემუშავება. ნებისმიერი სანქციების შეჩერება ახანგრძლივებს რუსეთის აგრესიას და სანქციების მე-11 პაკეტის შემდეგ პაუზა ძალიან დიდხანს გაჭიანურდა". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ საჭიროა სანქციები როგორც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისთვის, ასევე რუსული ბირთვული ტექნოლოგიების გამოყენების თავიდან ასარიდებლად. 

"ასევე მნიშვნელოვანია ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება სენსიტიურ ინდუსტრიებში, მათ შორის აღჭურვილობისა და ქიმიკატების იმპორტში. ყოველი ირანული საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც უკრაინაში ევროპის ქალაქებს ურტყამს, სანქცირების ზეწოლის მიზეზია". - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 


ეგახსენებთ, დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს კიევში შეხვდნენ და უკრაინის სამომავლო წევრობის შესახებ იმსჯელეს. 

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს უმაღლესი დიპლომატების შეხვედრა ევროკავშირის გარეთ გაიმართა. 

ევროკომოსიამ სანქციების მე-11 პაკეტი მაისში დაამტკიცა, რომელიც მოიცავს მეტი სახეობის საქონლის იმპორტის აკრძალვას, განსაკუთრებით, სამხედრო ტექნოლოგიების და თვითმფრინავების ნაწილების და სანქციების გვერდის ავლის საკითხს.  

 

კომენტარები