ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკუჩავა შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში ცვლილებებზე: რუსული კანონის ნაირსახეობაა

შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც დღეს გამოვა საქართველოს პარლამენტის ბიუროზე, წარმოადგენს რუსული კანონის მორიგ ნაირსახეობას, რომელიც მიზნად ისახავს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას. 

ეს განსაკუთრებით მტკივნეული და აქტუალურია დღეს ხელისუფლებისთვის, რომელსაც არ აქვს მოლოდინი, რომ მიიღებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ეშინია იმ მშვიდობიანი პროტესტის, რომელიც შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატონ. მოვუწოდებთ პარლამენტს, ვენეციის კომისიის და უეთო-ოდირის ჩართულობის გარეშე არ მოხდეს ამ ანტიკონსტიტუციური კანონის განხილვა.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ქართული ოცნების მომზადებულ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება იგეგმება.

კომენტარები