რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოდობესკუ: რუსეთის თავდასხმები რუმინეთის საზღვრებთან, უკრაინის პორტებზე სამხედრო დანაშაულია

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუმინიცა ოდობესკუს თქმით, რუსეთის თავდასხმები რუმინეთის საზღვრებთან, უკრაინის სამხრეთ პორტებზე სამხედრო დანაშაულია. ამის შესახებ ოდობესკუმ უკრაინაში ვიზიტის დროს ისაუბრა.

"რუსული თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, დუნაის პორტებზე, რუმინეთის საზღვართან ძალიან ახლოს – ეს ომის დანაშაულია. ის, რასაც რუსეთი აკეთებს საზღვართან აკეთებს, ძირს უთხრის უკრაინის ეკონომიკას, სასურსათო უსაფრთხოებას, მათ შორის გლობალურ დონეზე და სამოქალაქო ნავიგაციას შავ ზღვაში". - თქვა ოდობესკუმ.

ამავდროულად, ოდობესკუს თქმით, რუმინეთის ტერიტორიასთან ახლოს, დუნაის მეორე მხარეს მდებარეობს პორტები, რომელიც რეგულარულად ხდება თავდასხმის სამიზნე, შედეგად კი რუმინეთში ნაპოვნია რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები.

გარდა ამისა, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების უკრაინაში ჩასვლა მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია.

კომენტარები