ყაზახეთი

ყაზახეთმა ოსკარზე ფილმი არ წარადგინა

ყაზახეთის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ფილმს არ წარადგენს. ამის შესახებ ყაზახეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრმა, პროდიუსერმა კანატ ტორებაიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

"კინემატოგრაფისტთა კავშირთან არსებულმა ოსკარის კომიტეტმა გადაწყვიტა 2023 წელს ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიას ფილმი არ წარუდგინოს". – წერს ტორებაი.

გამოცემა Orda-ს მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების თანახმად წელს ოსკარზე წარდგენისთვის ოთხი ყაზახური ფილმი იბრძოდა. ორი ფილმის კანდიდატურა მოიხსნა, დარჩენილი ორი ფილმიდან ერთს 2 ხმა შეხვდა, მეორეს კი 1, ჟიურის სხვა წევრებმა თავი შეიკავეს, შედეგად ვერც ერთმა სურათმა ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა.

ჟურნალისტური გამოძიების ავტორების აზრით გაუგებარია რატომ ვერ მოხერხდა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებისთვის ფილმის შერჩევა.

ცოტა ხნით ადრე წლევანდელ ოსკარებზე უარი თქვა რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირმაც. 

კომენტარები