აქცია ვარშავაში

წინასაარჩევნოდ ვარშავაში ოპოზიციამ ასიათასობით ადამიანი გამოიყვანა

აქცია ვარშავაში. 1-ლი ოქტომბერი, 2023
Reuters; Kacper Pempel.

დღეს, 1-ელ ოქტომბერს პოლონეთის ოპოზიციამ ვარშავაში მასობრივი მიტინგი გამართა

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ოპოზიციური ლიბერალური სამოქალაქო პლატფორმა (liberal Civic Platform -PO) ამბობს, რომ პოლონეთის დემოკრატიას საფრთხე შეექმნება, თუ მოქმედი ხელისუფლება ძალაუფლებას შეინარჩუნებს. 

კვლევებით, მმართველი, კანონისა და სამართლიანობის პარტია არჩევნებს მოიგებს, თუმცა მთავრობის შესაქმნელად კოალიცია დასჭირდება. 

ოპოზიციის ლიდერი და ევროსაბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ Ტუსკი, ამბობს, რომ  ნაციონალისტური კანონისა და სამართლიანობის მთავრობა (PiS) მიზნად ისახავს პოლონეთის ევროკავშირიდან გაყვანას.
 

 

კომენტარები