ავსტრალია

ავსტრალიაში მეთევზეების ნავს ვეშაპი დაეჯახა, დაღუპულია 1 ადამიანი

ავსტრალიაში მეთევზეების ნავს მოულოდნელად ვეშაპი დაეჯახა და მასზე მყოფი ორი პირი წყალში გადაყარა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მაშველებმა სიდნეიში წყლიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს, ისინი ერთმანეთის ნათესავები არიან. ერთ-ერთი, რომელიც ამოყვანისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

 ტრაგედიის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც თვითმხილველებმა დაინახეს წრეზე მცურავი ნავი, რომელზეც არავინ იმყოფებოდა.

კომენტარები