ლაზარე გრიგორიადისის საქმე

გრიგორიადისის დედა: უნდათ ერთი ბიჭის დასჯა, რომ მერე სხვებმა არ იაქტიურონ

ის საქმე ვერ მტკიცდება, ამიტომ ამოქექეს სხვა საქმე, რომელიც ორი წლის წინანდელია და რომელიც კიდევ გაწელავს დროს, დროს მოიგებენ. ლაზარე ამოიჩემეს და ასე უნდათ ერთი ბიჭის დასჯა, რომ მერე სხვებმა არ იაქტიურონ, უნდა ჩააქრონ ეს მზე ამ ბავშვებში.

ლაზარეს ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს. გული მეკუმშება, ისე ძალიან მიყვარს და მენატრება, ვამაყობ მისით. მინდა ძლიერი იყოს, არ გატყდეს, გაუმკლავდეს ყველაფერს და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

თქვა თამთა კალანდაძემ, ლაზარე გრიგორიადისის დედამ შაბათის ფორმულას ეთერში. პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. 

კომენტარები