ამერიკელმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა აშშ-მექსიკის საზღვარი მოინახულა. 28 სექტემბერს ის იგლ პასში, ტეხასის შტატში იმყოფებოდა, საიდანაც პირდაპირ ეთერში მიგრაციის გამოწვევებზე და იქ არსებულ მძიმე სიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკის საიმიგრაციო პოლიტიკას რეფორმა სჭირდება და კედლის აშენება საჭიროა არალეგალური მიგრაციის ნაწილობრივ მაინც აღსაკვეთად. ილონ მასკმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერისას ასევე აჩვენა საზღვართან მომლოდინე ასობით მიგრანტის მძიმე მდგომარეობა.
ილონ მასკი თვლის, რომ ამერიკას სჭირდება ლეგალური იმიგრაციის გზების გაფართოება და მათ უნდა დაუშვან შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანები ამერიკის მიწაზე. თუმცა, არალეგალური მიგრაციის შესაკავებლად მასკი კედლის აშენების საჭიროებას ხედავს.
"მე ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ორი რამ - ლეგალური იმიგრაციის გზების შერბილება და არალეგალური მიგრაციის ამ მასშტაბის შეკავება" - თქვა ილონ მასკმა.