სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

ღუდუშაური დეკანოიძეს: ყაველაშვილის დაგინება ძალაშია

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე და ქართული ოცნების წევრები. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დეკანოიძემ წაუკითხა სერგეი ლავროვის განცხადება, სადაც საუბარია ფრენების აღდგენის საკითხზე საქართველოს მთავრობასთან გამართულ მოლაპარაკებებზე. ქართული ოცნების დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა უარყო რუსეთის ხელისუფლებასთან ფარული კავშირები.

“რაც შეეხება ყაველაშვილის დაგინებას, ძალაში არის ის. რუსულ საქმეს თუ ვინმე აკეთებს, ისტორია შეაფასებს. ძირითადი ობიექტები რომ ჩააბარეს შენი ყოფილი პარტიის ბოსებმა, იმიტომ არის ეს. ოთხმოცივე დეპუტატი დავიგინებით, რომ თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს” - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.  

ცნობისთვის, 2022 წლის 1 მარტს მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა  -  “ჩვენ და თქვენ შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევე*ი მე”.

კომენტარები