აშშ - ისრაელი

აშშ-მ ისრაელის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

REUTERS/Ronen Zvulun/File Photo 

ისრაელის მოქალაქეებისთვის აშშ 30 ნოემბრიდან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს აამოქმედებს. აშშ-ს ამ გადაწყვეტილების შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა 25 სექტემბერს გაავრცელა. 30 ნოემბრიდან ისრაელის მოქალაქეებს აშშ-ს ტერიტორიაზე გაჩერება 90 დღემდე უვიზოდ შეეძლებათ. 

აშშ-ს შიდა უსაფრთხოების მდივანი ალეხანდრო მაიორკასმა ასევე დაადასტურა სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება და თქვა, რომ ეს ისრაელსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების, ეკონომიკის და სახალხო კავშირების გაძლიერების ნიშანია. 

სავიზო ბარიერები ასევე შემცირდება დასავლეთ სანაპიროზე ან ამერიკაში მცხოვრები წარმოშობით პალესტინელი ამერიკელებისთვის. ამიერიდან მათ ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტის გავლით ისრაელში უვიზოდ შესვლა შეეძლებათ. 

კომენტარები