რუსეთი

არ მინდა კომენტირება – პესკოვი კადიროვის შვილის მიერ დაკავებულის ცემაზე

დმიტრი პესკოვი

"არ მინდა" - ასე უპასუხა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ გააკეთებდა კომენტარს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილის მიერ ყურანის დაწვის გამო დაკავებული პირის ცემაზე. 

გასულ დღეს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავისი 15 წლის შვილი, ადამი ყურანის დაწვის საქმესთან ბრალდებულ პირს, ნიკიტა ჟურავიელს სცემს. 

"არ მიყვარს უთქმელობა. ყოველთვის უმჯობესია საბოლოო წერტილის დასმა - მართალისა და ღირსეულის. ქსელებში ჯერ კიდევ დაობენ ადამ კადიროვის მიერ წმინდა ყურანის დამწველი ნიკიტა ჟურავიელის, უკრაინის სპეცსამსახურების თანამზრახველის ცემაზე. მოხდა ეს თუ არა? სცემა და სწორადაც მოიქცა". – წერს კადიროვი.

ყურანის შეურაცხმყოფლებს კადიროვმა უწოდა "ნაძირლები, რომლებსაც არ სურთ, რომ რუსეთში ყველამ გვერდიგვერდ, მშვიდად და ურთიერთგაგებით იცხოვროს".

კომენტარები