ოთარ ფარცხალაძე

ვაშაძე: ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნება მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს

ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს როგორც საქართველოს შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მაგალითად, რუსეთის პასპორტით გადაადგილება ბევრ ქვეყანაში არის შეზღუდული, საქართველოს პასპორტით კი უვიზოდ შეუძლია გადაადგილება ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში. საფინანსო ტრანზაქციები, რა თქმა უნდა, შეზღუდული აქვს მთელ ცივილიზებულ სამყაროში, მაგრამ დაყადაღების პროცესში ის, რომ ის მხოლოდ რუსეთის მოქალაქე იქნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელს შეუწყობს მისთვის ამ შეზღუდვების დაწესებას. ამიტომ ზურაბიშვილის ეს განცხადება, რომ 3 თვე დაელოდება, სანამ ეს კაცი დაალაგებს მის საქმეებს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, არის აბსურდი, ამიტომ პირდაპირ მივმართავ – ქალბატონო სალომე, ჩამოყალიბდით, თქვენ ხართ ჯაშუში ფარცხალაძის მცველი, როგორც არის მთელი ქართული ოცნების დაჯგუფება, თუ საქართველოს ინტერესების მხარეს ხართ? ტყუილების კასკადია, რასაც ამბობთ. რუსული ბრძანება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მიიღო, გასაუქმებელია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის მოქალაქეობასთან მიმართებით. უფრო მეტიც, როცა გადამწყვეტი საკითხები იდგა, თქვენ ყოველთვის ქართული ოცნების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდით

ასე გამოეხმაურა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას

კომენტარები