მოვისმინე, თითქოს არ გავამართლე იმედები, მე მინდა, ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას გავუმართლო იმედები, პირველ რიგში ფასების სტაბილურობასთან და ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის ყველაზე მაღალი რანგის ამოცანა და ძლიერი საზომი, რითაც საკუთარ წარმატება-წაუმატებლობას გავზომავ.
დანარჩენი, უბრალოდ, ძალიან სამწუხაროა, მოვისმინო მაღალი რანგის თანამდებობის პირისგან ასევე კლასიკური ნიმუში ეროვნული ბანკის საბჭოზე ზეწოლის, როდესაც მოუწოდებ საბჭოს, რომ გადააყენე მოვალეობის შემსრულებელი, გადადექი... როდესაც გიხარია, რიომ აი, უკვე სამი წევრი გადადგა და ახლა ყველაფერი ჩამოიშლება, ნუ...
ზეწოლა არის, როდესაც გარედან არის არაადეკვატური მოწოდებები და ხელის შეშლის მცდელობა მუშაობაში, ზეწოლა არის, როდესაც მოგიწოდებენ, რომ შენი კონსტიტუციური უფლებამოსილება არ აღასრულო, გააუქმო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას იცავს, იმიტომ, რომ ვიღაცის პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება, ზეწოლა არის, როდესაც შენს კოლეგებს, საბჭოს წევრებს მოუწოდებენ, რომ მოდი, ახლა შეცვალეთ ხელმძღვანელი, ზეწოლა არის, როდესაც მე მომმართავენ, რომ გადადექი და რის გამო უნდა გადავდგე? რომ საქართველოს კონსტიტუციის შესატყვისი გადაწყვეტილება მივიღე და ჩვენი მოქალაქეები ამიერიდან უფრო დაცულები იქნებიან თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმების ზემოქმედების დროს? ამის გამო? ეს არის კლასიკური ზეწოლა





