ეროვნული ბანკის ფუნქციონირების პრობლემა არ შეიქმნება, ეროვნული ბანკი სტაბილურად ფუნქციონირებდა და ასევე გააგრძელებს. რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია ზოგადად, რაც ახლა განვითარდა და აქ მე ვხედავ ძალიან დიდი დოზით პოლიტიკურ ჩარევას და პოლიტიკური ზეწოლის მცდელობას, პრაქტიკულად კლასიკური პოლიტიკური ზეწოლის მაგალითია, რაც ახლა ეროვნული ბანკის საბჭოს ირგვლივ ვითარდება.
ჩემზე ეს არ მოქმედებს, მე ზოგადად არ ვექვემდებარები არავითარ ზეწოლას და ამით მინდა ვუპასუხო იმ პოლიტიკოსებს და კრიტიკოსებს, ვინც ამბობს, რომ ვინმეს გავლენით ან ზეწოლით მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება, არავითარ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ ყველას აზრს, ვისმენ, მაგრამ ეს იყო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის დისკრეცია, ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მართებული, მე აბსოლუტურად მშვიდად ვარ ამასთან დაკავშირებით, მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს კონსტიტუციას შეესაბამება და ჩვენს მოქალაქეებს წაადგება და მეტად დაიცავს.
რაც შეეხება ეროვნული საბჭოს წევრებს, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ისევ ვამბობ, რომ ყველას აქვს სხვადასხვა დოზის ამტანობა ამ ზეწოლის მიმართ, არ ვიცი, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება პროფესიონალმა კოლეგებმა, უფრო სწორედ ვიცი - მე ვფიქრობ, ეს არის უფრო მეტი დოზით პოლიტიზებული გადაწყვეტილება, ჩემდა სამწუხაროდ, ეს უნდა ვთქვა - მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას, თუმცა, ეს არ შექმნის არანაირ წყვეტას ჩვენს საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა დაწერეს განცხადებები, მათ შორის ერთერთი მაგალითად, არჩილ მესტვირიშვილი,ძალიან კარგი პროფესიონალი, მაგრამ ორ თვეში ისედაც უთავდებოდა მას საბჭოში ყოფნის ვადა და აქ ცალსახად დემონსტრაციული აქტი იყო ალბათ. ძალიან სამწუხაროა ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ საბჭოში დარჩნენ სხვა არანაკლებ პროფესიონალი წევრები, უფრო მეტი პასუხისმგებლობით განმსჭვალული წევრები ამ ორგანიზაციის მიმართ.





