ოთარ ფარცხალაძე

მდინარაძე: მომავალში მოქალაქეები დაცულები იქნებიან მტკიცებულებების გარეშე სანქციებისგან

პრეზიდენტს რაც ევალება, ის გააკეთოს, მაგალითად, იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, წარმოება არის დაწყებული ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მოქალაქეობის დაკარგვის საქმეზე და გადაუგზავნიან პრეზიდენტს. პრეზიდენტს თუ რამე უფლებამოსილება აქვს, მათ შორის, ეს არის მისი საქმე რეალურად და მისი გადაწყვეტილებით თუ დაკარგავს ოთარ ფარცხალაძე მოქალაქეობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის დღევანდელი დაზუსტება საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით ოთარ ფარცხალაძეზე აღარ გავრცელდება და ეს ძალით ჭმუნვებიც მოიხსნება.

მაგრამ ამასობაში ერთი ძალიან კარგი რამ მოხდა. გასაგებია, რომ ოთარ ფარცხალაძეს ვეღარ შეეხება, მაგრამ მომავალში ყველას ეცოდინება, რომ სახელმწიფო იცავს თავის ნებისმიერ მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეს, რაც არ უნდა სანქცია მტკიცებულების გარეშე დაადონ და ასე შემდეგ, თუ მის მიმართ საქართველოს შიდა სასამართლოების მიერ განაჩენი არ იქნება გამოტანილი და უტყუარად არ იქნება დადასტურებული რაიმე დანაშაული, ვერ გავრცელდება ვერანაირი რეგულაცია.

ამ აჟიოტაჟმა, ხელოვნურმა, მაგრამ მაინც, საბოლოო ჯამში ერთი კარგი ის ქნა, რომ საქართველოს მოქალაქეები დაცულები იქნებიან მტკიცებულებების გარეშე სანქციებისგან, ვისგანაც არ უნდა იყოს, მეგობრებისგან თუ არამეგობრებისგან, საქართველოს ყველა მოქალაქეს დაიცავს ეს გადაწყვეტილება, პრეცედენტი შედგა და ამიერიდან ვერავინ დაასანქცირებს ქვეყნის შიგნით ადამიანებს, რომლის მიმართაც არ იქნება წარმოდგენილი მტკიცებულებები.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოთარ ფარცხალაძის სანქცირების გამო სებ-ის მიერ მიღებულ საგამონაკლისო ბრძანებაზე, რომლითაც ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეიცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. 
 

კომენტარები