ოთარ ფარცხალაძე

თურნავა: შეიძლება, პრეცედენტი განმეორდეს, უნდა გვემსჯელა, მომავალში როგორ იმოქმედებდა

ვინაიდან შეიქმნა პირველი პრეცედენტი [საქართველოს მოქალაქის დასანქცირების], რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გაგვეანალიზებინა, მომავალში ეს პრეცედენტი როგორ იმოქმედებდა.

არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა ეს პირველი ქეისი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზოგადად საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით თუ მომავალშიც ეს პრეცედენტი განმეორდება და შეიძლება, განმეორდეს, რადგან ჩვენ ვასრულებთ სანქციებს და მიერთებული ვართ, როგორ მოხდეს აღსრულება იმდაგვარად, რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ გავიდეთ.

ამიტომ, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ზეწოლას არანაირი ადგილი არ ჰქონია, ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ზეწოლა, რომ საქართველოს კონსტიტუცია აღასრულოს, რა თქმა უნდა, მსჯელობა იყო, ანალიზი იყო, როგორი გზით მომხდარიყო ამის გაკეთება.

თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების გამო მიღებულ საგამონაკლისო ბრძანებაზე, რომლითაც ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეიცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. 

კომენტარები