ოთარ ფარცხალაძე

თურნავა ფარცხალაძეზე: ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ზეწოლა, რომ კონსტიტუცია აღასრულოს

ვინაიდან შეიქმნა პირველი პრეცედენტი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გაგვეანალიზებინა, მომავალში ეს პრეცდენტი როგორ იმოქმედებს, არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა ეს პირველი ქეისი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზოგადად საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით თუ მომავალშიც ეს პრეცედენტი განმეორდება და შეიძლება, განმეორდეს, რადგან ჩვენ ვასრულებთ სანქციებს და მიერთებულიყო, როგორ მოხდეს აღსრულება იმდაგვარად, რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ გავიდეთ.

ამიტომ, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ზეწოლას არანაირი ადგილი არ ჰქონია, ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ზეწოლა, რომ საქართველოს კონსტიტუცია აღასრულოს, რა თქმა უნდა, მსჯელობა იყო, ანალიზი იყო, როგორი გზით მომხდარიყო ამის გაკეთება.

თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების გამო მიღებულ საგამონაკლისო ბრძანებაზე, რომლითაც ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეიცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. 

კომენტარები