ოთარ ფარცხალაძე

თურნავა: სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუცია ვართ, ვხელმძღვანელობით ჩვენი კონსტიტუციით

ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს, გვესმის ინტერპრეტაციები ამასთან დაკავშირებით, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სანქცირებული საქართველოს მოქალაქის სახელს და გვარს, აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება მიებას კონკეტული პირის დაცვას და ან სანქციებიდან თავიდან არიდებას, არის ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობა.

ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუტიცია, ეროვნული ბანკი, ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობით და ამოვდივართ ჩვენი, საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით.

ჩვენი ვალდებულება არის საერთაშორისო სანქციის აღსრულების პროცესში, როდესაც ეს ეხება ან შეეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც შეიძლება ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ამ სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები და ეს აღსრულება მოხდეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული ვინმეს დაცვისაკენ და კონკრეტული სახელების და გვარების დაცვის მიზნებისკენ.

თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების გამო მიღებულ საგამონაკლისო ბრძანებაზე, რომლითაც ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეიცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

კომენტარები